„ჯივიპი“ უნივერსიტეტის ქუჩაზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საბოლოოდ, 5.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი შეიცვალა, 38 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა და 62 საკვანძო ჭა და 8 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყო.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წყლის ივნისის თვეში დაიწყო და აგვისტოს ბოლოს დაასრულებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ ჯამში 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

უნივერსიტეტის ქუჩაზე განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს 27 ივლისს დღის 12:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის და ღამის განმავლობაში ინტენსიური რეჟიმით შეასრულებენ.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 27 ივლისს დღის 12:00 საათიდან, 28 ივლისის საღამოს 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: საბურთალოს რაიონში: საირმის გორას, თამარაშვილის, შევარდენიძის, კარტოზიას, ლორთქიფანიძის, სვანიძის, ჩოლოყაშვილის, წყნეთის, გაბაშვილის, აბულაძის, ლეჟავას, ხაბეიშვილის და მიმდებარე ქუჩებს. ყაზბეგის გამზირის, ცინცაძისა და უნივერსიტეტის ქუჩების ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა