გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივლისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივლისს, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს გუდაურში და დუშეთის მუნიციპალიტეტშის სოფლებში: სეთურნი, ქუმლისციხე, ზაქათკარი, სოკურიანი, ქვეშეთი, ჯაღმიანი, კაიშაურნი, არახვეთი, "მთა ვარცლა".
10:00 საათიდან 20:00 საათამდე, ენერგომომარაგება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მისაქციელი, ახალუბანი, ნაოზა, აღდგომლიანთკარი, სელექცია, ნავაზარი, ნავაზი, წილკანი, ნატახტარი, ხოლო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტს საგურამოში.
11:30 საათიდან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს ზაჰესში: მშვიდობის, ავჭალის ქუჩებზე, არსენ ოქროჯანაშვილის I შესახვევში, ხოლო 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, აბონენტებს ზაჰესში ავჭალის ქ.
12:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგია გამოირთვება თიანეთის რაიონის სოფლებში: სიონი, ორხევი.
მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.