საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განმარტებით, რუსული ავიაკომპანია, რომელსაც ჩარტერული რეისის განხორციელების ნებართვა არ მისცეს, სანქცირებულია, ყაზახურ საფეხბურთო კლუბ „აქტობეს“ კი სხვა ავიაკომპანია ჩამოიყვანს

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანია UVT AERO-ს ჩარტერული ფრენის განხორციელების ნებართვა არ მისცა, რადგან, მათი ცნობით, აღნიშნული ავიაკომპანია სანქცირებულია და ევროკავშირის შავ სიაში იმყოფება.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საფეხბურთო კლუბ „აქტობეს“ საქართველოში ყაზახური ავიაკომპანია “SCAT Airlines”-ი ჩამოიყვანს.

„საფეხბურთო კლუბ „აქტობეს“ საქართველოში ჩამოფრენასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ თავდაპირველი განაცხადის მიხედვით, ჩარტერული ფრენა უნდა განეხორციელებინა რუსულ ავიაკომპანიას (UVT AERO), რომელიც არის სანქცირებული და იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. ამასთან საჰაერო ხომალდზე, რომლითაც დაგეგმილი იყო ფრენა, დაწესებულია მწარმოებლის შეზღუდვა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნულ ავიაკომპანიაზე ფრენის ნებართვა არ გასცა. ახალი განაცხადით, რეისს შეასრულებს ყაზახური ავიაკომპანია “SCAT Airlines”-ი, რომელზეც უმოკლეს ვადებში, მომართვიდან ორ საათში გაიცა ნებართვა სააგენტოს მიერ. გაცნობებთ, რომ ჩარტერული ფრენა შესრულდება ხვალ. რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 08:45 საათზე ჩამოფრინდება,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის