თბილისში, მზიურის პარკის მიმდებარედ მოხდარ დაჭრის ფაქტზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.
შემთხვევა 26 ივლისს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი 40 წლამდე ბიზნესმენი ტატო გურგენიძეა, რომელიც ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მეწილეა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 და 236 მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.