ბექა დავითულიანი - ბევრი ჭორი და პოლიტიკურად მოტივირებული საუბარი გვესმის სანქციებზე, თუმცა, ბრიტანულ-ამერიკულმა სანქციების ჯგუფმა ცალსახად განაცხადეს, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის არ გამოიყენება

ჩვენ ძალიან ბევრი მოარული ჭორი და პოლიტიკურად მოტივირებული საუბარი გვესმის სანქციებზე, თუმცა, ბრიტანულ-ამერიკული სანქციების ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენლობა, რამდენიმე კვირის წინ იყო საქართველოში და ცალსახად განაცხადეს, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის არ გამოიყენება და საქართველო კარგად მუშაობს საერთაშორისო სანქციების დაცვის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დავითულიანის თქმით, სანქციების საკითხზე პოლიტიკოსების მხრიდან სხვადასხვა ინტერპრეტაციები ყოვლად უსაფუძვლოა.

„პოლიტიკოსების მხრიდან ამ საკითხის ყველა სხვა ინტერპრეტაცია არის ყოვლად უსაფუძვლო და ეს დადასტურდა კონკრეტული ოფიციალური უწყების მხრიდან. ამიტომ, ნებისმიერი ასეთი საუბარი, ნებისმიერი ინტერპრეტაცია არის ან პოლიტიკურად მოტივირებული ან არის ნაკლებად ინფორმირებული განცხადებები. იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ნაკლებად ინფორმირებული განცხადება გააკეთეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სენატორებმა“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება