ბაზისბანკი მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ფინანსური პარტნიორია

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის შექმნის იდეა 1995 წელს დაიბადა. იმ დროისთვის საქართველოში არ არსებობდა კერძო კლინიკა და ეს იყო პირველი კერძო ონკოლოგიური სამედიცინო ცენტრი, რომლის მთავარი არსი იყო და არის - სიკვდილზე გამარჯვება!

სამედიცინო ცენტრის მთავარი ღირებულებები ყოველთვის იყო ნდობაზე, ზრუნვაზე, კეთილსინდისიერებასა და გამოცდილებაზე აგებული. სწორედ ამან განაპირობა მისი ზრდა. დღეს მარდალეიშვილის ბრენდი აერთიანებს ონკოლოგიის სამედიცინო კვლევით ცენტრს, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრს რუსთავში, სხივურ და ბირთვულ მედიცინის ცენტრს, ჯეოქორდს - ღეროვანი უჯრედების სისხლის ბანკს.

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი პაციენტებს მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს და მისი მიზანია მუდმივად განვითარდეს და იყოს სამედიცინო დარგის ლიდერი.

„მოხარული ვარ, რომ ბაზისბანკთან ჩვენი თანამშრომლობა შედგა. ბაზისბანკის გუნდთან პარტნიორული ურთიერთკომუნიკაციით და მეგობრული ურთიერთობებით ვაკეთებთ საერთო საქმეს და ვდგავართ ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ბაზისბანკი არის ერთგული პარტნიორი, რომელიც ითვალისწინებს ჩვენს ინტერესებს და მომავალშიც ვგეგმავთ არაერთი დიდი პროექტის ერთობლივად განხორციელებას.“ - ილია მარდალეიშვილი, გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით, რომელიც მაღალკვალიფიცირებული, საუკეთესო გამოცდილების მქონე პერსონალით არის დაკომპლექტებული.

მოხარული ვარ, რომ ჩვენი, როგორც სანდო ფინანსური პარტნიორის თანადგომით, ცენტრი კიდევ მეტად ფართოვდება და დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენთან პარტნიორობით ცენტრი კიდევ ბევრ წარმატებულ პროექტს განახორციელებს.“ - ბაზისბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი, ჯაბა კასრაძე.

ბაზისბანკის და მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის პარტნიორობის ვიდეო ისტორია

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის