შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან, ვაჟა სირაძესთან, მის მოადგილეებთან და ამავე დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონების მთავარი სამმართველოების უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ფუნქციონალური გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

„სამუშაო თათბირზე აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელებისთვის სამუშაო პირობების, საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ავტოპარკის განახლებას განაგრძობს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა, შინაგან საქმეთა მინისტრს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულის პრევენციის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდეს.

ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით, შესაბამისი დავალებები მისცა.

მინისტრმა მათ გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა