ბათუმში ტრანს-კასპიის ინტელექტუალური საკუთრების ფორუმი იმართება

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით, 27 ივლისს, ბათუმში ტრანს - კასპიის ინტელექტუალური საკუთრების ფორუმი გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, CLDP-ის და „საქპატენტის“ ერთობლივი ღონისძიება „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ გახსნა, ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა CLDP-ის უფროსმა მრჩეველმა, სკიპ მარკმა.

„ფორუმის მონაწილეები სომხეთის, მოლდოვას, ყირგიზეთის, თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ინტელექტუალური საკუთრების უწყებებისა და საბაჟო დეპარტამენტების წარმომადგენლები არიან. ფორუმის დელეგატები ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების მიმართულებით, რეგიონულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მეთოდებს განიხილავენ. ამასთან, რესურსების ხელმისაწვდომობისათვის ქვეყნებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების გზებსაც განიხილავენ, რათა უფლებების დაცვის და აღსრულების ინსტრუმენტები უფრო ეფექტიანად გამოიყენონ.

თანამედროვე მსოფლიოში, ტექნოლოგიური მიღწევების ფონზე, ყოველდღიურად ციფრული ფორმის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის საშუალებების შემუშავება და განვითარება უფრო საინტერესო ხდება. ამ საკითხზე სამუშაოდ ფორუმის მონაწილეები მიზნობრივ ჯგუფებსა და დაინტერესებულ პირებს განსაზღვრავენ, ასევე ეფექტიან პლატფორმებს მათი ჩართულობისთვის.

ფორუმი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული კავშირის გაზრდას, რაც რეგიონში ინვესტიციების განხორციელებას უწყობს ხელს და ურთიერთობისთვის ტრანს-კასპიის რეგიონის ყველა ქვეყანას შორის საერთო პროგრამების მეშვეობით, დამატებით შესაძლებლობებს ქმნის. ფორუმის ფარგლებში შეკრებილ დელეგატებს საშუალება ეძლევათ, ინკლუზიური და პირდაპირი დიალოგი გამართონ ტრანს-კასპიის რეგიონის კოლეგებთან საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ამდენად, ფორუმი ხელს შეუწყობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების პროგნოზირებადი, ჰარმონიზებული და ეფექტიანი დაცვისა და აღსრულების პროგრესს რეგიონში. აღსანიშნავია, რომ საქპატენტი რეგიონში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება, რომელიც ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რეგიონის ქვეყნებს საქართველოს გამოცდილებასა და საერთაშორისო პრაქტიკას უზიარებს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?