პროკურატურა ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს

პროკურატურა ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული ორი პირის მიმართ აღკვეთის­ ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

პროკურორის, მაია სილაგაძის განცხადებით, დაკავებულებს ამ ეტაპზე ბრალი საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლით აქვთ წარდგენილი და სხვა მიმართულებებით საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად ტარდება.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება ტერიტორიული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა რამდენიმე სხდომა. ორი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობები და ფეთქებადი ნივთიერება და ამ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული არის ორი პირი, რომლებსაც ამ ეტაპზე ბრალად წარდგენილი აქვთ საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. რაც შეეხება სხვა ფაქტებს და გარემოებებს - აღნიშნულთან დაკავშირებით აქტიურად ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მოპოვებული არის სხვადასხვა სახის მტკიცებულებები, მათ შორის, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მტკიცებულებები. იმ შემთხვევაში თუ იქნება საკმარისი მტკიცებულებები, რომ კონკრეტულ პირებს ბრალი მიუძღვით ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში, რა თქმა უნდა, სხვა მუხლზეც იქნება საუბარი," - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა