უკრაინის ომის შედეგების შესახებ, ევროპის ერთ-ერთი უძველეს უნივერსიტეტში და კვლევით ცენტრში, ტრენტოში ჩემი მოხსენება წარვადგინე,- ამის შესახებ განცხადება პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მისივე განმარტებით, „სასიამოვნოა, როდესაც ახალი მსოფლიო წესრიგის და უკრაინის ომის შედეგების შესახებ გლობალურ დისკუსიებში ხმა საქართველოდანაც მონაწილეობს“.
„სასიამოვნოა, როდესაც ახალი მსოფლიო წესრიგის და უკრაინის ომის შედეგების შესახებ გლობალურ დისკუსიებში ხმა საქართველოდანაც მონაწილეობს. უკრაინის ომის შედეგების შესახებ, ევროპის ერთ-ერთი უძველეს უნივერსიტეტში და კვლევით ცენტრში, ტრენტოში ჩემი მოხსენება წარვადგინე, ცნობილ საერთაშორისო მკვლევრებთან ერთად’’, - წერს ანა დოლიძე.