ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეფარდა

მოსამართლემ ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა, რადგან საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს.

პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, დაცვის მხარე კი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.

ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ ორივე პირს ბრალი საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლით აქვთ წარდგენილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა