ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ტენდერების გამოცხადება გრძელდება

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ბათუმისა და ბორჯომის ისტორიული ნაწილის განვითარებასა და განახლებაზე ტენდერები გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ბათუმსა და ბორჯომში ტურისტულად მიმზიდველი და ისტორიული არეალების განახლებას ითვალისწინებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაწყებული, ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ტენდერების გამოცხადება გრძელდება.

ამ ეტაპზე, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ბათუმისა და ბორჯომის ისტორიული ნაწილის განვითარებასა და განახლებაზე ტენდერები გამოაცხადა. პროექტი ბათუმსა და ბორჯომში ტურისტულად მიმზიდველი და ისტორიული არეალების განახლებას ითვალისწინებს.

ფონდს ტენდერები თელავისა და ქუთაისის ისტორიული არეალის განახლებაზე უკვე გამოცხადებული აქვს.

ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალ სახელმწიფო პროგრამა 5-წლიანია, რომლის პირველ ეტაპზეც ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა და მესტიის მუნიციპალიტეტებია შერჩეული.

პროგრამის ფარგლებში, ტენდერების გამოცხადება სხვა შერჩეულ მდებარეობებზეც ეტაპობრივად, გაგრძელდება. კერძოდ, ბორჯომის ცენტრალური პარკის განახლებაზე; წყალტუბოს ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის ახალი რეკრეაციის განვითარებაზე; ზუგდიდის ახალი ბულვარის მოწყობაზე.

პროგრამა სტეფანწმინდის, ბაკურიანის და მესტიის მუნიციპალიტეტების ისტორიული არეალების განახლებასა და ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნასაც ითვალისწინებს.

ახალი პროგრამის განხორციელებას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტენდერები შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფონდის ვებ გვერდზე:

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=5222

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=5223

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა