14.07.2025 / 09:02
სემეკი დაინტერესებულ პირებს საირიგაციო წყლის მიწოდების წესების შესახებ მოსაზრებების წარსადგენად იწვევს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საირიგაციო წყლის მიწოდების წესებზე.

სემეკის ცნობით, წესებით დარეგულირდება მიმწოდებლის მიერ საირიგაციო სისტემიდან გარანტირებული და საპროგნოზო წყლის მიწოდების, მის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების პირობები და პროცედურები.

„სემეკი იწვევს დაინტერესებულ პირებს წესებთან დაკავშირებით კომისიაში წარადგინონ მოსაზრებები.

მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 17 აგვისტო. მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელია სემეკში - ა. მიცკევიჩის N19 ან შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: mail@gnerc.org

საირიგაციო წყლის მიწოდების წესების პროექტი გამოქვეყნებულია სემეკის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის: https://gnerc.org/ge/public-information/sadjaro-tsarmoeba/mimdinare-sadjaro-tsarmoebebi/sadjaro-administratsiuli-tsarmoeba/125849“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა