ირაკლი ნადარეიშვილი - საქართველო ლიდერია რეგიონში მიმზიდველი საინვესტიციო პირობებით და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისადმი მიმართული რეფორმებით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ანგარიშში, საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს, ეკონომიკის სწრაფ პოსტპანდემიურ აღდგენას და გლობალური გამოწვევებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ანგარიში, მათ შორის, ბლუმბერგის 2022 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გლობალურ კვლევას ეყრდნობა, რომლის თანახმადაც, საქართველო მე-13-ეა, მის მიმართ უცხოური კომპანიების საინვესტიციო დაინტერესების თვალსაზრისით.

„ბლუმბერგის კვლევის თანახმად, დაინტერესებული ინვესტორების 70 პროცენტი ოპტიმისტურად არის განწყობილი საქართველოს ეკონომიკის მიმართ მაშინ, როდესაც ანალოგიური გლობალური მაჩვენებელი 55 პროცენტია. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ლიდერია რეგიონში მიმზიდველი საინვესტიციო პირობებით და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისადმი მიმართული რეფორმებით,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„აღსანიშნავია, რომ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, ეკონომიკური მდგრადობაზე, გატარებული რეფორმებზე, აგრეთვე პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე პოსტპანდემიურ პერიოდში, ეკონომიკის მხარდამჭერ პოლიტიკასა და მოწინავე პოზიციებზე საერთაშორისო რეიტინგებში. ამასთან, საქართველო აღიარებულია, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები კომპანიებს უცხოურ ბაზრებზე წვდომას უადვილებს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის