შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“, „ვლადიკავკაზ-თბილისის“ DN 700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 126,0 კმ-ზე სარემონტო სამუშაოები დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.
კომპანიის ცნობითვე, გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას, შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
„შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.