მარიამ ქვრივიშვილი რეგიონული დანიშნულების ავიახომალდების მწარმოებელი კომპანიის ATR-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი რეგიონული დანიშნულების ავიახომალდების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის ATR-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯერომ გაბორის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში კომპანიის ATR - ის რეგიონული დანიშნულების საჰაერო ხომალდების ოპერირებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილე, ლევან ცხადაძე დაესწრო.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს