ნოდარ პაპუკაშვილი Rothschild & Co-ის პარტნიორი ორგანიზაციის Conduct-ის თანადამფუძნებლებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა Rothschild & Co-ის პარტნიორი ორგანიზაციის Conduct-ის თანადამფუძნებლებთან, სტეფან ლინიგერთან და ტილლა ქავენგთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დოკუმენტი განიხილეს, რომელზეც მუშაობა, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, Rothschild & Co-თან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს. დოკუმენტი მიზნად ისახავს ქვეყნის მულტიფუნქციურ ჰაბად ჩამოყალიბებას როგორც კონკურენტული და მაღალი ხარისხის ტექნოლოგიების, ასევე განათლებისა და ფინანსური სერვისების მიმართულებით.

„ნოდარ პაპუკაშვილმა Conduct-ის წარმომადგენლებს პროექტის განხორციელების პროცესში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქტიური ჩართულობის მზაობა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის პროექტის მიზნები სამინისტროს პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაშია, რაც განათლების ინტერნაციონალიზაციისა და საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.

შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულების - Wealth Management Institute-ის შექმნის საკითხი და ამ კუთხით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჩართულობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

შეხვედრის დასასრულს მხარეები პროექტის განხორციელების პროცესში ერთობლივად გადასადგმელ ნაბიჯებზეც შეთანხმდნენ.

უკვე მეორე წელია საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებითა და მანდატით, Rothschild & Co და Conduct-თან თანამშრომლობს. მხარეები ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის განვითარებაზე, ასევე ინვესტიციებისა და დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის მიმართულებით მუშაობენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა