„რუსეთი ოკუპანტია“, „აფხაზეთი საქართველოა“, - ამ ლოზუნგებით ბათუმში საკრუიზო ლაინერთან მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან

„რუსეთი ოკუპანტია“, „აფხაზეთი საქართველოა“, - ამ ლოზუნგებით ბათუმში საკრუიზო ლაინერთან მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან.

მათი განცხადებით, საკრუზიო ხომალდი, რომელიც დღეს დილით ბათუმში შემოვიდა, რუსული გემია და მასზე მყოფი მოქალაქეები საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლება საქართველოს რუსეთთან მაქსიმალურად აახლოებს, რაც მოქალაქეებისთვის მიუღებელია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა