სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ბათუმის პორტში შემოსვლასთან დაკავშირებით, ბათუმის პორტთანსაპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, დატოვეთ ჩვენი ქვეყანა". აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ აფხაზეთის და აგვისტოს ომის ამსახველი სურათები.
აქციაზე პროტესტი და ხმაური მოყვა ლაინერიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლას და გემიდან რუსეთის დროშის გამოფენას. ამასთან, ლაინერის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტებით მიმართა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
პარალელურად აქცია თბილისში, პარლამენტის წინაც გაიმართა.