სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande, ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა.

აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები შეასრულეს.

ბათუმის პორტში შეკრებილი იყვნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, "დატოვეთ ჩვენი ქვეყანა".

აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ აფხაზეთის და აგვისტოს ომის ამსახველი სურათები.

აქციაზე პროტესტი და ხმაური მოჰყვა ლაინერიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლას და გემიდან რუსეთის დროშის გადმოფენას. ამასთან, ლაინერის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტებით მიმართა.

ბათუმის პარალელურად აქცია გაიმართა თბილისშიც, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი