სუნიტი მუსლიმები აშურას აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 28 ივლისს, სუნიტი მუსლიმები აშურას აღნიშნავენ.

მათივე ცნობით, აშურას სუნიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ ნუჰის (ნოე) ხმელეთზე გადმოსვლას უკავშირებენ.

„მთვარის კალენდრით პირველი თვის, მუჰარამის მეათე დღეს, სუნიტი მუსლიმები აშურას აღნიშნავენ.

მათივე ცნობით, აშურას სუნიტი მუსლიმები სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენას უკავშირებენ, განსაკუთრებით იხსენებენ წარღვნის შემდეგ, წინასწარმეტყველ ნუჰის (ნოე) ხმელეთზე გადმოსვლას.

ითვლება, რომ ამ დღეს სამადლო საქმეების კეთება განსაკუთრებით სასურველია. სავალდებულო არ არის, მაგრამ დიდ მადლად ითვლება ამ დღეს მარხვის დაცვა“, - აღნიშნულია რელიგიის სააგენტოს ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის