ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს კაპიტალის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები გააცნო

საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარება ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებაა. ის განაპირობებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. რეფორმის ძირითადი მიზანია საქართველოს ბაზარზე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ალტერნატიული და დივერსიფიცირებული ინსტრუმენტების დანერგვა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა, კაპიტალის ბაზრის განვითარებას უფრო მეტი სტიმულირება და კონკრეტული ინსტრუმენტების შეთავაზება სჭირდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს კაპიტალის ბაზრის მიმდინარე რეფორმასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

სამინისტროს ცნობით, მასთან ერთად, ასოციაციის წევრების შეკითხვებს პასუხობდნენ სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსი გიორგი გურგენიძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე.

ამასთან, შეხვედრა გახსნა ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. შეხვედრის ფარგლებში, გაკეთდა პრეზენტაცია კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ყურადღება გამახვილდა დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გაჩენის მნიშვნელობაზე, კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხებსა და კაპიტალის სტიმულირება/მობილიზებაზე ადგილობრივი ფასიანი ქაღალდებისთვის. საუბარი შეეხო დამზოგველებსა და მსესხებლებს შორის ფინანსური შუამავლობის როლის მნიშვნელობას, ისევე როგორც, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემებსა და დივერსიფიცირებული დაფინანსების საკითხებს.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, სადაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა დასვეს მათთვის აქტუალური კითხვები.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას