არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიებიდან მხოლოდ 1700-მდე კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ 1700 კომპანიის 82% კი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს.
„რაც შეეხება დარჩენილ წილს, კომპანიების 4.9% დიზაინერულ და სარეკლამო საქმიანობის სფეროს წარმოადგენს. 4.4% განათლების, ხელოვნებისა და გართობის სფეროში საქმიანობს; 3.3% ვაჭრობასა და წარმოების სფეროშია, ხოლო კომპანიების 5.3% სხვადასხვა მომსახურების სფეროს წარმომადგენელია“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, მათივე ცნობით, 2022-2023 წლებში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში ჯამში, 21 300 კომპანია დაარეგისტრირეს.