შიიტი მუსლიმები აშურას აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დღეს შიიტი მუსლიმების მიერ აშურას აღნიშვნის 10 - დღიანი გლოვა დასრულდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შიიტი მუსლიმები ამ დღის აღსანიშნავად სამგლოვიარო მსვლელობებს აწყობენ.

„დღეს შიიტი მუსლიმების მიერ აშურას აღნიშვნის 10 დღიანი გლოვა დასრულდა, სადაც იხსენებენ 680 წელს (ჰიჯრის 61 წელი) ტრაგიკულად დაღუპულ იმამ ჰუსეინ იბნ ალის (მეოთხე ხალიფა ალის შვილი, შუამავალ მუჰამმადის შვილიშვილი)

ამასთან დაკავშირებით, ეწყობა იმამ ჰუსეინის გარდაცვალების გამო დატირებები და სამგლოვიარო მსვლელობები, ხდება შეკრებები, სადაც კითხულობენ ამბებს ჰუსეინისა და მისი ახლობლების ტანჯვა-წამების შესახებ, კითხულობენ მათი სულის მოსახსენიებელ ლოცვებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა