მარიამ ქვრივიშვილი - როდესაც ვამბობთ, რომ ვუმასპინძლეთ 2,9 მლნ-ზე მეტ მოგზაურს, ეს სტატისტიკა ეფუძნება 2,9 მლნ ადამიანის გასვლას ქვეყნიდან

ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ვუმასპინძლეთ 2,9 მლნ-ზე მეტ მოგზაურს, ეს სტატისტიკა ეფუძნება 2,9 მლნ ადამიანის გასვლას ქვეყნიდან, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა გაჟღერებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ტურიზმის სტატისტიკაში მიგრანტებიც აღირიცხებიან.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განმარტა, საქართველო, სხვა ყველა განვითარებული ქვეყნის მსგავსად, ტურიზმის სტატისტიკის დათვლისას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიას ეფუძნება.

„ისმის ბრალდება, თითქოს ტურიზმის სტატისტიკაში მიგრანტებსაც აღვრიცხავთ. ეს არის ტყუილი და არაკომპეტენტურობა. საქართველო, სხვა ყველა განვითარებული ქვეყნის მსგავსად, ტურიზმის სტატისტიკის დათვლისას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მეთოდოლოგიას ეფუძნება - ხდება მხოლოდ ქვეყნიდან გასული ვიზიტორების აღრიცხვა. ამდენად, ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ვუმასპინძლეთ 2,9 მლნ-ზე მეტ მოგზაურს, ეს სტატისტიკა ეფუძნება 2,9 მლნ ადამიანის გასვლას ქვეყნიდან“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მეთოდოლოგია მხოლოდ დასრულებულ ვიზიტებს გულისხმობს:

„ამდენად, ტურიზმის სტატისტიკაში დამატებით სხვა შეფასებების რესურსი და სივრცე არ არსებობს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს