ირაკლი ქადაგიშვილი - ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კარგად არის გაცნობიერებული, საით მიდის საქართველოს გეოპოლიტიკური მისწრაფება - ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანება, რაც ხელს არ უშლის მაღალი დონის თანამშრომლობას

მნიშვნელოვანი შედეგია, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა სტრატეგიული ურთიერთობის ხასიათს იღებს, ეკონომიკური ურთიერთობები გაიზრდება, ეს მოიცავს ასევე ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროში თანამშრომლობას - პოლიტიკური სივრცე არის ყველაზე მთავარი , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გაცნობიერებული აქვს საქართველოს საგარეო მისწრაფება, რაც ხელს არ უშლის ჩინეთსა და საქართველოს შორის მაღალი დონის თანამშრომლობას.

"ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია და მისი მთავარი შედეგია, რომ საქართველო- ჩინეთის ურთიერთობა სტრატეგიული ურთიერთობის ხასიათს იღებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავარი მიმართულებით, რაც ჩვენ ჩინეთთან გვაკავშირებს, ეს არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მნიშვნელოვნად გაიზრდება ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა, ეს მოიცავს მათ შორის ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროში თანამშრომლობას. ჩინეთი ერთი-ერთი წამყვანი ეკონომიკური სახელმწიფოა და მასთან ვაჭრობის ყველაზე დიდი წილი აქვს აშშ-ს და ევროკავშირს, გამომდინარე აქედან ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო რომელიც დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის შუა დერეფნის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, ჩინეთთან გაღრმავებული სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, ეკონომიკური ურთიერთობის გარდა, რას მოიცავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და სად არის ის სივრცეები, სადაც შეიძლება საქართველო ჩინეთს დაუახლოვდეს პოლიტიკურად, ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური სივრცე არის ყველაზე მთავარი მათ შორის ჩინეთთან ურთიერთობაში,

ამ კონტექსტში ქადაგიშვილი საუბრობს დეოკუპაციაზე და ამ მიმართულებით აქტიური მხარდაჭერის მოლოდინზე.

"პოლიტიკური სივრცე არის ყველაზე მთავარი, რაც ჩვენთვის არის ხოლმე ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს არის ყველაზე მთავარი პოლიტიკური სივრცე, რაც შეიძლება ჩინეთთან და ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსთან შეიძლება გაგაჩნდეს.

იქ ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა კიდეც, რომ მისთვის კარგად არის ცნობილი და გაცნობიერებული საქართველოს გეოპოლიტიკური მისწრაფება საით არის, ანუ ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანება, რაც ხელს არ უშლის ჩინეთსა და საქართველოს შორის ასეთი მაღალი დონის თანამშრომლობას.

რაც უფრო მეტი სახელმწიფო იქნება აქტიური მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისა, მით უმეტეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოები, ეს არის სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩინეთისგან ამის იმედი გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს განცხადება შეხვედრის დროს ძალიან მკაფიოდ იქნა გაჟღერებული", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა