„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

28 ივლისს, ნაძალადევის რაიონში, ავშნიანის დასახლებაში, მონადირის ქუჩაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ცნობით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, დაზიანების აღდგენითი სამუშაოები დღეს, 28 ივლისს 16:15 სთ-დან დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 28 ივლისს, 16:15 საათიდან 29 ივლისის ღამის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანი-ნაძალადევის რაიონში: იპოლიტე-ივანოვის, ჩიქვანიას, ჯანჯღავას და ხიზაბავრის ქუჩებს ჩიხებითა და შესახვევებით, ქერჩის, ილორის, კაჭარავას, გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის და მიმდებარე ქუჩებს; მუხიანის სამხედრო დასახლებას, I და II მიკრო რაიონებს, გობრონიძის ქუჩის, მუხიანის III და IV მიკრო რაიონებისა და ზღვის უბნის III მიკრო რაიონის ნაწილს.

სოფელ გლდანში: 26 მაისის, ყაზბეგის, წერეთლის, თამარ მეფის, მრევლიშვილის, დარასელიას, დემეტრე თავდადებულის, ანდრონიკაშვილის, ხიზანიშვილის, ბიჭვინთის, მანაგაძის, ჩოლოყაშვილის, აღმაშენებლის, გამარჯვების ქუჩებს; ავჭალა 2-ის და ცენტროლიტის დასახლებებს;

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს