შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“ ახალქალაქში გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში საზოგადოებრივი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებას დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბუხრაშვილი, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში - ბესიკ ამირანაშვილი და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

„კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები ჩატარდა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო პოლიციის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, დაცვის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, დაათვალიერს აღნიშნული დანაყოფების აღჭურვილობა და სპეცტექნიკა.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა“, ს- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება