„ჯივიპი“  და „რუსთავის წყალი“ მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების მხარდაჭერას აგრძელებენ

კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” და ,,რუსთავის წყალი” სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სპეციალური საჭიროების დაწესებულებებთან თანამშრომლობას აგრძელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, “ჯივიპი” და რუსთავის წყალი მოხუცებულთა და ბავშვთა სახლებს უკვე წლებია უფარავენ წყლის გადასახადს.

„მიმდინარე წელს ჯივიპიმ 12 სოციალურ სახლთან გააფორმა მემორანდუმი, თანამშრომლობის შედეგად აღნიშნული ორგანიზაციების ბენეფიციარი ასობით ბავშვი და მოხუცებული ისარგებლებს კომპანიის სერვისით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი მაღალი ხარისხის სასმელ წყალზე. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და "რუსთავის წყალი" მომავალშიც გააგრძელებენ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების მხარდაჭერას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა