თსუ-ში დიპლომატის გიორგი რობაქიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიპლომატის გიორგი რობაქიძის წიგნის „პოპულისტური და რადიკალური პარტიების გაძლიერება „ვიშეგრადის ოთხეულის“ (V4) ქვეყნებში“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თსუ პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

თსუ-ს ინფორმაციით, პრეზენტაციაზე თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ წიგნში მოცემული თემების აქტუალობასა და ცენტრალურ ევროპაში განვითარებული მოვლენების გაანალიზებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, „გამოცემა კარგად წარმოადგენს იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობდა ცენტრალურ ევროპაში, კარგად ასახავს იმ რადიკალურ მოძრაობებს, რომელიც ამ რეგიონში არსებობდა და ახლაც ქმნის პოლიტიკურ დღის წასრიგს.“

თსუ-ს პროფესორმა რევაზ გაჩეჩილაძემ სტუდენტებთან აქცენტი გააკეთა ევროკავშირის შემქმნელი ბირთვის - დასავლეთ ევროპისა და ცენტრალური ევროპას, კერძოდ, „ვიშეგრადის ოთხეულს“ შორის არსებულ განსხვავებაზე. მისი თქმით, „ეს რეგიონი ყოველთვის იყო დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის განუწყვეტელი დავის საგანი, რამაც განაპირობა ამ ქვეყნებში ანტილიბერალური განწყობების მატება და პოპულისტური და რადიკალური პარტიების ერთგვარი წარმატება.“

წიგნის ავტორის გიორგი რობაქიძის განცხადებით, „გამოცემა საინტერესოა იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სიღრმისეულად აპირებენ პოლიტიკური მეცნიერებების შესწავლას. მასში ასახულია აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპის ქვეყნებში: პოლონეთში, უნგრეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში გასული საუკუნის დასაწყისიდან დღევანდელ პერიოდამდე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები., „ვიშეგრადის ოთხეულის“ ქვეყნების მაგალითზე შესწავლილია ევროპის პოსტკომუნიტური ქვეყნების მოსახლეობაში პოპულისტური და რადიკალური განწყობების მატების მიზეზები, გამოვლენილია საერთო ტენდენციები, განსაზღვრულია შესაძლო ნეგატიური შედეგები და მასთან ბრძოლის სავარაუდო გზები“.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია წიგნის ავტორსა და თსუ-ს სტუდენტებს შორის.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ