ირაკლი ბუცინაშვილი - რაჭის ტყის გასხვისებასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას

პარტია „ხალხისთვის“ მდივანი, ირაკლი ბუცინაშვილი მოუწოდებს ოპოზიციას, შექმნან საგამოძიებო კომისია, რომელიც რაჭის ტყის გადაცემის საკითხს შეისწავლის.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი შეიცავს სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს და არსებობს არაერთი კითხვა, რომელიც საჭიროებს პასუხების გაცემას.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რაჭის ტყის ერთი მესამედი ნაწილი საქართველოს მთავრობამ გადასცა რუსი ოლიგარქის, დავით ხიდაშელის კომპანიას. საუბარია 104 712 ჰექტარ ტყეზე. როგორც „მთის ამბები“ იუწყება, გიორგი გახარიამ ხელი მოაწერა მთავრობის 134-ე განკარგულებას, რომლითაც ექსკლუზიურად ხიდაშელის კომპანიაზე მორგებული სალიცენზიო პირობები დაამტკიცა. დავით ხიდაშელი საზოგადოებისთვის ცნობილია კარტოგრაფების საქმიდან. ერთი მხრივ, ტყის გადაცემა მოხდა საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით, ხოლო მეორე მხრივ, ტყის გადაცემა განხორციელდა რაჭის მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირების მიღმა. უფრო მეტიც, საქართველოს პროკურატურამ საქმე აღძრა რაჭაში მცხოვრები მოსახლეობის მიმართაც. ამ ფაქტით, უპირველესად, საფრთხე ემუქრება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, ვინაიდან რუსეთის კონტროლი ქვეშ ხვდება ამხელა ტერიტორია. ამასთანავე, ეს საკითხი შეიცავს სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს და არსებობს არაერთი კითხვა, რომელიც საჭიროებს პასუხების გაცემას. შესაბამისად, ჩვენი პარტია „ხალხისთვის“ მოვუწოდებთ ოპოზიციას, საქართველოს პარლამენტში დაუყოვნებლივ შექმნან საგამოძიებო კომისია ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებს ირაკლი ბუცინაშვილი, რომლის განცხადებასაც პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს