„თბილისი ენერჯი“ - გლდანში, ავტოავარიის გამო დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, ჟონავდა გაზი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა - ოპერატიულად გადავკეტეთ ბუნებრივი გაზი, უსაფრთხოება სრულად დაცულია

გლდანში, მე-5 მიკრორაიონში ავარიის შედეგად დაზიანებული გაზის მილი გადაკეტილია და შესაბამისად, უსაფრთხოება სრულად დაცულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილის ენერჯი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გლდანის 5 მ/რ, ვეკუას 119-თან, ავტოავარიის გამო დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, ჟონავდა გაზი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა. ოპერატიულად გადავკეტეთ ბუნებრივი გაზი. უსაფრთხოება სრულად დაცულია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გლდანში მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს