იუსტიციის სამინისტრო - „მობილური იუსტიციის სახლი" მთელ საქართველოშია

„მობილური იუსტიციის სახლი" მთელ საქართველოშია. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, პროექტი სპეციალურად შემუშავდა ქალაქებისგან მოშორებით მდებარე დასახლებებისათვის და საშუალებას აძლევს სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს, იუსტიციის სახლში მისვლის გარეშე, საკუთარი სახლის ჭიშკართან მიიღონ სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-ზე მეტი სერვისი.

უწყების ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში მომსახურების გაცემის პროცესს დღეს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მოადგილეები - ბექა ძამაშვილი და ბუბა ლომუაშვილი დაესწრნენ.

"მობილური იუსტიციის სახლის" პროექტი 2021 წლის სექტემბერში აჭარის რეგიონში დაიწყო და 2 წელზე ნაკლებ დროში მთელი საქართველო დაფარა. ის 10 რეგიონის – სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, გურიის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის სოფლებს მოიცავს. პროექტის ამოქმედებიდან დღემდე "მობილური იუსტიციის სახლის" სერვისებით 42 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო