პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის პრეზიდენტი  - დიდი პატივია, რომ „პატარა გაეროდ" წოდებულ ამ უნივერსიტეტში, „სარტყლისა და გზის" ინიციატივის მე-10 საიუბილეო წელს, მივესალმო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მის დელეგაციას

როცა მეგობრები შორეული მხარიდან მოდიან, ბედნიერება არ არის?". დიდი პატივია, რომ „პატარა გაეროდ" წოდებულ ამ უნივერსიტეტში, „სარტყლისა და გზის" ინიციატივის მე-10 საიუბილეო წელს, მივესალმო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მის დელეგაციას. უპირველეს ყოვლისა, პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის, იმ ერთადერთი უნივერსიტეტის, რომლის სახელიც ენასთანაა დაკავშირებული და განათლების სამინისტროს ექვემდებარება, მინდა თბილად მივესალმო მის აღმატებულება პრემიერ-მინისტრს და გამორჩეულ სტუმრებს საქართველოდან, მინისტრ ვუ იენთან და ელჩ ჭოუ ციენთან ერთად, - ამის შესახებ პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ტუან ფენგმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთსა და საქართველოს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ და ურთიერთობები დღითი დღე აქტიურდება.

„პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტმა დაარსებიდან ბოლო 60 წლის განმავლობაში დაამყარა ფართო თანამშრომლობა 406 უნივერსიტეტთან და საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მსოფლიოს 76 ქვეყანასა და რეგიონში; მსოფლიო მასშტაბით დააარსა 22 კონფუცის ინსტიტუტი და საკლასო ოთახი; აგრეთვე, მოამზადა 300 000 ჩინურენოვანი სამშვიდობო წარმომადგენელი მსოფლიოს 189 ქვეყნისა და რეგიონისთვის. ჩვენს უნივერსიტეტს მრავალი გამოჩენილი კურსდამთავრებული ჰყავს, მათ შორის, ეთიოპიის ყოფილი პრეზიდენტი მულატუ, ყაზახეთის პრეზიდენტი ტოკაევი, ტაილანდის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და სხვა მსოფლიო ლიდერები. ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატები, ჩინეთში მყოფი დიპლომატები, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინური დეპარტამენტის დირექტორი პროფესორი მარინა, საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი და ა.შ. ამჟამად ჩვენთან 4 ქართველი სტუდენტი სწავლობს მაგისტრატურაზე. ისინი არა მხოლოდ გამორჩეული სტუდენტები არიან, არამედ ჩინურ-უცხოური კულტურის ხიდის მშენებლებიც. ისინი ჩვენი და თავიანთი ქვეყნების სიამაყეები არიან. ჩვენ ყველა ჩვენი სტუდენტის სახელს უნივერსიტეტის ისტორიაში ვწერთ. ჩინეთსა და საქართველოს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. ურთიერთობები დღითი დღე აქტიურდება. ჩვენ ავაშენეთ თანამშრომლობის ხიდი, რათა ხელი შევუწყოთ ჩინური განათლების მდგრად განვითარებას საქართველოში. ჩვენი უნივერსიტეტი უკვე თანამშრომლობს თბილისის უნივერსიტეტთან და სხვა უმაღლეს საგანმანათლბელო დაწესებულებებთან. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩინური ენის სტანდარტების ჩამოყალიბების მიმართულებით, განათლების კვლევების სფეროში. საქართველოში ჩინური განათლების განვითარებისთვის არ ვიშურებთ ძალისხმევას",- აღნიშნა პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის