ბათუმის პორტში, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის კვლავ დაპირისპირება იყო

ბათუმის პორტში, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის კვლავ დაპირისპირება იყო.

აქციის მონაწილეები შემოსაზღვრული ტერიტორიის გავლასა და პორტის სივრცეში, სადაც საკრუიზო ლაინერი „ასტორია გრანდეა“ გაჩერებული, შესვლას ცდილობდნენ. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაპირისპირებისას კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს.

აქციაზე ისმის შეძახილები „მონებო“.

ცნობისთვის, ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ "ასტორია გრანდეს" საპროტესტო აქციით დახვდნენ. პორტთან აქციას მართავენ რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

მოქალაქეებმა შეკრება გვიან ღამით დაიწყეს. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. მოწყობილია რკინის ჯებირები.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება