მასწავლებლობის მსურველების გამოცდიდან ერთი პირი სიმთვრალის, მეორე კი დამხმარე მასალის შეტანის გამო მოიხსნა

წელს გამოცდებიდან არცერთი აბიტურიენტი და მაგისტრობის მსურველი არ მოგვიხსნია, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან აპლიკანტებს წესების ზედმიწევნით დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მან აღნიშნა, განსხვავებით აბიტურიენტებისა და მაგისტრობის მსურველთა გამოცდებისა, მასწავლებლობის მსურველების გამოცდიდან ორი აპლიკანტი მოხსნეს.

“ერთ შემთხვევაში მიზეზი გამოცდაზე ნასვამ მდგომარეობაში მოსვლა, ხოლო მეორე შემთხვევაში დამხმარე მასალის შეტანა იყო”, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

რაც შეეხება დამატებით საგამოცდო სესიებს, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, დამატებითი სესია 5 საგანში ჩატარდა და ყველაზე მეტი აპლიკანტი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დაფიქსირდა.

“მოგეხსენებათ, ეროვნულ გამოცდებზე არის სამი გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც ჩვენ დამატებითი სესიის ჩატარების უფლება გვაქვს. ასეთია, 24 საათის განმავლობაში სამედიცინო სტაციონარში ყოფნა და ოჯახის წევრის გარდაცვალება. დამატებითი სესია ხუთ საგანში ჩატარდა. ყველაზე მეტი აპლიკანტი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე იყო - ჯამში, 10 აპლიკანტი”, - აღნიშნა სოფიო გორგოძემ.

მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებად კვლავ სამედიცინო, საკომუნიკაციო და სამართლის სფეროები რჩება.

“ეს საბოლოო მონაცემი არ არის, შედეგების გამოცხადების შემდეგ, შესაძლოა, ვითარება შეიცვალოს, მაგრამ ყველაზე მაღალი კონკურენცია მაინც სამ სხვადასხვა სფეროშია. ესენია დიპლომირებული მედიკოსის, სამართლისა და საინფორმაციო სფეროს პროფესიები”, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს