ჯანდაცვის მინისტრი - სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში ვუმკურნალებთ - პროგრამის ბიუჯეტი 30 მილიონი ლარია

სახელმწიფომ აიღო სრული პასუხისმგებლობა და გარანტია, რომ ყველა ბავშვს, რომელსაც ექნება ონკოლოგიური დიაგნოზი, მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში ვუმკურნალებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით, 30 მილიონი ლარია.

"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. ისტორიული პროექტი დავიწყეთ, როცა ჩვენი ბავშვებისთვის შევძელით და სახელმწიფომ აიღო სრული პასუხისმგებლობა და გარანტია, რომ ყველა ბავშვს, რომელსაც ექნება ონკოლოგიური დიაგნოზი მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში ვუმკურნალებთ. ამისთვის ბიუჯეტი არის დაახლოებით, 30 მილიონი ლარი, თუმცა ეს ამით არ შემოისაზღვრება. ძალიან მიხარია, რომ გამოჯანმრთელების შედეგები მაღალია.

ჩვენ გასული წლის ბოლოს დავაანონსეთ, რომ აუცილებელია საქართველოში იყოს მძლავრი სახელმწიფო კლინიკა და მათ შორის, მძლავრი სახელმწიფო ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი. უკვე პროექტი დამუშავების ეტაპზე გვაქვს და მოვიაზრებთ რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთ ცალკე ბლოკად, სადაც განთავსებული იქნება ბავშვთა ონკოლოგია. ამასთან ერთად, ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, სანამ ჩვენ ამ ყველაფერზე ვიმუშავებთ, მოგეხსენებათ, ძალიან იშვიათი შესაძლებლობაა ყველა ქვეყნისთვის და მათ შორის, ჩვენთვის, რომ ჩვენ გვექნება პროტონოთერაპიის ცენტრი ქუთაისში", - განაცხადა მინისტრმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა