„ალდაგის“ მხარდაჭერით „პორშე ცენტრი თბილისმა“ Porsche Cayenne-ის უახლესი მოდელი წარადგინა

სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ პრემიუმ ბრენდის „პრიმოს“ მხარდაჭერით, „პორშე ცენტრი თბილისმა“ More Luxury კონცეფციით, მესამე თაობის Porsche Cayenne-ის უახლესი მოდელი წარადგინა,- ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, პრეზენტაცია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა.

კომპანიის ინფორმაციით, „პრიმო“ „ალდაგის“ პრემიუმ ბრენდია და საქართველოში პირველი პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა, რომლის ფარგლებში დაზღვეული ავტომობილის მფლობელს ჰყავს პირადი მენეჯერი „ალდაგში“ და სარგებლობს ექსკლუზიური პირობებით დაზღვევაზე, მათ შორის - ავტორიზებულ სერვის ცენტრებში მომსახურება 5 წლის განმავლობაში, კონსიერჟის მომსახურება.

„პორშეს ცენტრი თბილისის“ ღონისძიებები ჩვენთვის, ყოველთვის, საინტერესო და მნიშვნელოვანია და მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა. დღეს, წარმოდგენილი ვართ, „ალდაგის“ პრემიუმ ბრენდით - პრიმო, რომელიც პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა და ინდუსტრიისთვის სიახლეა. „პრიმოს“ სერვისით, ვცდილობთ, კიდევ უფრო მეტად მოვერგოთ მომხმარებლების საჭიროებებს, რომელიც არაერთ სპეციალურ შეთავაზებას და განსხვავებულ პირობას მოიცავს. მათ შორისაა, პერსონალური მენეჯერი, კონსიერჟ სერვისი და სხვა,“- განაცხადა „ალდაგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ქეთევან მაღალაშვილმა;

„ალდაგის“ ინფორმაციით, Porsche Cayenne-ის, მესამე თაობის, უახლესი მოდელის გაყიდვები, საერთაშორისო მასშტაბით, ერთსა და იმავე დღეს დაიწყო. განახლებული მოდელით, „პორშემ“, მის მიერ წარმოებული პრემიუმ კლასის ავტომობილები უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის