თურქეთის მრავალპროფილიანი კლინიკის წარმომადგენელი - ჩვენი კლინიკის დაახლოებით 30%-ს საქართველოდან ჩამოსული ონკოლოგიური პაციენტები შეადგენენ, არა მხოლოდ ბავშვები, არამედ ზრდასრულებიც

მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კლინიკის დაახლოებით, 30%-ს საქართველოდან ჩამოსული ონკოლოგიური პაციენტები შეადგენენ, არა მხოლოდ ბავშვები, არამედ ზრდასრულებიც, - ამის შესახებ თურქეთის მრავალპროფილიანი კლინიკის ANADOLU საერთაშორისო დეპარტამენტის მენეჯერმა ლუკა ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთში კლინიკებში საქართველოდან მიმართვიანობა საკმაოდ გაზრდილია.

"საქართველოდან მომართვიანობა თურქეთში ონკოლოგიის თვალსაზრისით და ზოგადად არის ძალიან მაღალი. განსაკუთრებით როგორც მსოფლიო სტატისტიკა აჩვენებს და ჩვენი გეოგრაფია, ევროპის მხარე - პედიატრიის ონკოლოგიის მატება სამწუხაროდ, არის ძალიან მაღალი, შესაბამისად მიმართვიანობა საქართველოდანაც არის საკმაოდ გაზრდილი. ამიტომ დაიწყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ფიქრი იმაზე, რომ მაღალი ხარისხის მკურნალობა იყოს ხელმისაწვდომი. დავიწყეთ ამაზე მუშაობა. იყო ხანგრძლივი კონსულტაციები, იყო დიდი მუშაობა და შესწავლა საქართველოში ონკოლოგიის მიმართულებით რა პრობლემებია ზოგადად და გაკეთდა ეს პროექტი, რომელიც აძლევს ყველა ბავშვს საშუალებას, 0-დან 18 წლამდე, მინიმალურ ფასად მიიღოს მკურნალობა.

ჩვენი კლინიკის ძირითადი პროფილი არია ონკოლოგია. მომართვიანობაზე საქართველოდან ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან ეს არ იქნებოდა სწორი მხოლოდ ჩვენი კლინიკით, რადგან თურქეთში ძალიან ბევრი სხვა კლინიკაა და შესაბამისად, სხვადასხვა კლინიკაში ჩადიან პაციენტები. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კლინიკის დაახლოებით, 30%-ს საქართველოდან ჩამოსული ონკოლოგიური პაციენტები შეადგენენ, არა მხოლოდ ბავშვები, არამედ ზრდასრულებიც. რეალურად მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კლინიკა დაახლოებით, 60 ქვეყნიდან ღებულობს პაციენტებს, 30% ნამდვილად არ არის მცირე სტატისტიკა", - განაცხადა ლუკა ბოლქვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა