„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - უახლოვდება თუ არა ლარი თავის გრძელვადიან ტენდენციას?

„თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეული განახლებას აქვეყნებს.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ლარის კურსთან დაკავშირებით, „თიბისი კაპიტალის“ ბოლოდროინდელი შეფასება უცვლელია. სავალუტო შემოდინებები ძლიერია, თუმცა, ლარის გამყარებული საშუალო კურსი ძირითად სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით და დაბალი ინფლაცია, ლარის მხარდამჭერი არაა.

„თიბისი კაპიტალის“ აზრით, ლარის მიმდინარე ზომიერი, თუმცა მაინც მერყეობა უფრო სენტიმენტებითა და სხვა შესაძლო ერთჯერადი ფაქტორებითაა გამოწვეული და ალბათობა დიდია, რომ მომდევნო თვეებში სავალუტო ბაზარზე გამყარების მიმართულებით ზეწოლა გაგრძელდეს. თუმცა, „თიბისი კაპიტალის“ აზრით, ეს უფრო სებ-ის მიერ სავალუტო შესყიდვებში აისახება, ვიდრე ლარის მატერიალურ გამყარებაში.

მაშინ, როდესაც ლარის მერყეობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა საპროცენტო განაკვეთების შემცირებისგან თავის შეკავების არგუმენტია, „თიბისი კაპიტალის“ მოსაზრებით, მიმდინარე კვირას, მონეტარული პოლიტიკის შერბილების ალბათობა, უცვლელად დატოვებასთან შედარებით, უფრო მაღალია.

ლარის კურსს რაც შეეხება, „თიბისი კაპიტალის“ საბაზო სცენარი კვლავ მცირედით, მაგრამ მაინც უფრო სუსტი ლარია, თუმცა დაახლოებით მომდევნო 12 თვის, ვიდრე მიმდინარე პერსპექტივაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის