ნანა გაბელიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პოსტზე ეკა ხოფერია ჩაანაცვლა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად ნანა გაბელია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ახლადდანიშნული მინისტრი თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ წარუდგინა.

„წარდგენას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ეკა ხოფერიას განათლების სფეროში 3 წლის განმავლობაში გაწეული ეფექტიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და მის დამსახურებებზე ისაუბრა.

ნანა გაბელიას საჯარო სექტორში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2021 წლიდან-დღემდე იგი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ნანა გაბელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 1 აგვისტოდან შეუდგება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა