ოთარ შამუგია - ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა გადავიდა სრულიად ახალ, ძალიან მაღალ საფეხურზე და ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ვფიქრობ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა სრულიად ახალ, ძალიან მაღალ საფეხურზე გადავიდა და ეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა ჩინეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდას ხელს შეუწყობს.

„დღეს გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის გამყარების შესახებ. ხაზი მინდა გავუსვა პრემიერ-მინისტრის წარმატებულ ვიზიტს ჩინეთში. თქვენ იცით, რომ პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა, გაფორმდა მემორანდუმები სხვადასხვა მიმართულებით. დღეს, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გამყარების შესახებ, ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა. ეს დოკუმენტი გულისხმობს თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სხვადასხვა მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გადავიდა სრულიად ახალ, ძალიან მაღალ საფეხურზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. პრემიერის ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბიზნეს ფორუმზე წარმოდგენილია როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის ბიზნეს სექტორი. აქ არიან ღვინის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც წლებია ღვინის ექსპორტს ახორციელებენ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ქართული ღვინო ჩინეთის ბაზარზე პოპულარული იყოს. შედეგად, ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტი ხორციელდება ჩინეთში, თუმცა ეს პროცესები, რომელსაც ვაკვირდებით, მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს როგორც ღვინის, ისე სხვა პროდუქციის ექსპორტის ზრდას ჩინეთის ბაზარზე და ჩვენს პარტნიორებთან, ბიზნესსექტორთან ერთად გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ექსპორტი ყოველწლიურად, მნიშვნელოვნად გაიზარდოს", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება