ქუთაისის აეროპორტში ამერიკული სწრაფი კვების რესტორანი Subway გაიხსნა

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სწრაფი მომსახურების რესტორანი Subway გაიხსნა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იმერეთის რეგიონში პირველია, სადაც ამერიკული ბრენდი შევიდა.

„აეროპორტის გაფრენის დარბაზში განთავსებული Subway-ის ახალი ფილიალი ქსელის ბოლო თაობის, ე.წ. Fresh Forward ტიპის დიზაინს წარმოადგენს და მთლიანად მომხმარებლის საჭიროებებზეა მორგებული. Subway-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და საქართველოში ამერიკული რესტორნის წარმომადგენლობამ მიიღო. ამერიკული სწრაფი კვების პირველმა რესტორანმა Subway-მ საქართველოში ოპერირება 2013 წელს თბილისში დაიწყო. ამჟამად საქართველოში Subway-ის ქსელი 7 რესტორნით არის წარმოდგენილი, აქედან 5 რესტორანი თბილისში, ხოლო 2 ბათუმში მდებარეობს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი რესტორნის რიგით მე-8 ფილიალი გაიხსნა. Subway მსოფლიოში რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია, რომელიც მომხმარებელს უგემრიელესი სენდვიჩების,სალათებისა და ორცხობილების ფართო არჩევანს სთავაზობს. სენდვიჩები და სალათები ახლად მომზადებული ინგრედიენტებით, მომხმარებლების თვალწინ და მათი ინდივიდუალური გემოვნების გათვალისწინებით იწყობა. Subway-ის ქსელის პირველი რესტორანი აშშ-ში კონექტიკუტის შტატის ქალაქ ბრიჯპორტში 1965 წელს გაიხსნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში