პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
"თბილისის მერის, ბატონი კალაძის განცხადებით, იგი მიესალმება ნებისმიერ ტურისტს, გინდ ამერიკელი ან ევროპელი იყოს,
გინდ - რუსი. ამით მან ტოლობის ნიშანი დასვა რუსეთსა და ამერიკას შორის. გამოდის, ისიც არაფერია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 % რუსეთის მიერ რომ არის ოკუპირებული. ბატონი კალაძე ტოლობის ნიშანს სვამს ჩვენს მეგობრებსა და მტერს შორის.
ერთი შეხედვით, კალაძე ე.წ. პოლიტიკური ბეცია, მაგრამ დიდი ხანია, ამ ნარატივს მთელი „რუსული ოცნება“ ავითარებს. ასე რომ, ახალი არაფერია - ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქმე გვაქვს ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან, რომელიც ღიად ღალატობს ჩვენს ქვეყანას.
ყველა მოღალატე დაისჯება!", - ნათქვამია ოქრიაშვილის განცხადებაში.