„რუსეთი მტერია და არა სტუმარი” - თბილისში მოქალაქეები ბათუმის პროტესტის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ

„რუსეთი მტერია და არა სტუმარი” - ამ ლოზუნგით საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დღევანდელი პროტესტი არის სოლიდარობის აქტი მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც ბათუმში დააკავეს.

შეკრებილებს აქციაზე აქვთ ბანერები წარწერით: “სავიზო რეჟიმი ღორებს”, “რუსეთი მტერია და არა სტუმარი”, “ჩვენ ვართ ევროპა”.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, “ჯიუტების” ერთ-ერთი წევრის, ლაშა ჯანჯღავას განცხადებით, რუსეთიდან ჩამოსული ტურისტი არ არის სტუმარი, არამედ მტერია.

“დღეს შევიკრიბეთ იქიდან გამომდინარე, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ იმ ბათუმელ ახალგაზრდებს, აქტივისტებს, ვინც რუსული გემის შემოსვლა გააპროტესტა, მხოლოდ ბათუმში არ ხდება საქართველოს რუსიფიკაცია. დღეს ჩვენი შეკრების მიზანია, ადამიანებს გავაგონოთ ხმა, რომ მთელ საქართველოშია პრობლემა. თითქოს სტუმრები არიან, რეალურად რუსეთი საქართველოს მტერია და არა სტუმარი”, - განაცხადა ლაშა ჯანჯღავამ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება