ზურაბ აზარაშვილი - ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ, რომ რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობების ამოქმედების გადადება განვიხილოთ

ჯერ კიდევ წინა წლის დასაწყისში, როდესაც სამინისტროში მოვედი და სხვადასხვა საკითხებს განვიხილავდით, ძალიან გაკვირვებული დავრჩი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ სამწუხაროდ, ქვეყანაში, არ არსებობდა რეანიმაციის არანაირი სტანდარტი, თუნდაც, ერთ ფურცელზე დაწერილი, იქნებოდა ექიმებისა და ექთნების რაოდენობა, ინფექციის კონტროლი, თუ სხვა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, ამ საკითხზე, სამინისტრომ, მუშაობა მაშინვე დაიწყო და 6-7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საკითხის განხილვა, ცვლილებების დამტკიცებიდან ამოქმედებამდე კი, სექტორს, მოსამზადებლად, დაახლოებით, 1 წელი ჰქონდა.

„არანაირი დათმობა, ამ კუთხით, არ იქნება. არც არის სწორი და ვერც ვხდები, რა უნდა დავთმოთ?! - რეანიმაციაში სულ რამდენიმე პრინციპული საკითხია, რომლებიც ეხება ინფექციების კონტროლს; გამწოვ სისტემებს; სახანძრო უსაფრთხოებას; საწოლების რაოდენობას, ფართობის მიხედვით; ექთნებისა და ექიმებს რაოდენობას. კლინიკებისთვის შესაბამისი ვადაც გვქონდა მიცემული და ამ მიმართულებით, ჩვენი მხრიდან მხარდაჭერაც აქვთ. ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ, რომ ამ ცვლილებების გადადება განვიხილოთ.

თუ ერთი კლინიკის ბაზაზე, 5-10 კლინიკაა შექმნილი, უნდათ, ერთმანეთთან კონტრაქტებით მოაწესრიგონ რეანიმაციასთან ან პალატებთან დაკავშირებული საკითხები, ამას ვერ დავუშვებთ, იმიტომ რომ ამას კლინიკა არ ჰქვია“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

დამტკიცებული სტანდარტების მიხედვით, რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებულია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები, 2023 წლის 1 სექტემბრამდე დააკმაყოფილოს.

სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის