ზურაბ აზარაშვილი - აჟიოტაჟი, რაც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატის გაზრდას უკავშირდებოდა, ვფიქრობ, არარელევანტური იყო

ის აჟიოტაჟი, რაც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატის გაზრდას უკავშირდებოდა, ვფიქრობ, არარელევანტური იყო. ამ ცვლილებებით, შევეცადეთ, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები გაგვესწორებინა, რომ უფრო ცხადად და მკაფიოდ ყოფილიყო უზრუნველყოფილი პაციენტების ჯანმრთელობის დაცვა და ხარისხიანი მომსახურება , - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში 1-ლი აგვისტოდან შედის.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი კლინიკების დაფინანსების ნაწილში და სახელმწიფო მზადაა, პაციენტების ხარისხიან მკურნალობისთვის ადეკვატური ტარიფები გადაიხადოს.

„მხოლოდ ამის მოწესრიგებისკენ არის მიმართული თითოეული ცვლილება და ყველანაირი სპეკულაცია, თითქოს, ჯანდაცვის პოლიცია იქმნება, სრულიად შეუსაბამოა. ამაში თავადაც დარწმუნდებით“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი კანონმდებლობით, რეგულირების სააგენტოს, პაციენტის საჩივარზე დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობა ექნება - საჩივრის დაფიქსირებისთანავე, რეგულირების სააგენტო შევა სამედიცინო დაწესებულებაში და პარალელურად, შემოწმების შესახებ აცნობებს სასამართლოს. ცვლილების შედეგად, პაციენტისადმი გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა უფრო ეფექტურად და ნაკლებ დროში მოხდება.

რეგულირების სააგენტოს, ასევე, ექნება უფლებამოსილება, პაციენტის/მოქალაქის საჩივრის საფუძველზე, დაუყოვნებლივ დაიწყოს შემოწმება ფარმაცევტულ საბითუმო სადისტრიბუციო და მწარმოებელ კომპანიებში. ინსპექტირების დაწყების პარალელურად, რეგულირების სააგენტო, შემოწმების შესახებ აცნობებს სასამართლოს - ინსპექტირება და სასამართლოსთვის შეტყობინება იქნება პარალელური პროცესი.

კანონში, სამედიცინო დაწესებულებებისთვის ლიცენზიის დროებით შეჩერების მექანიზმიც გაჩნდა, რასაც სასამართლო დაჩქარებული წესით, 48 საათში განიხილავს.

გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმა აღსასრულებლად მიემართება დაუყოვნებლივ. ხოლო პროგრამული თანხების განკარგვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში, სადავო თანხა დაკავდება, სასამართლოში დავის პერიოდში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება