ბათუმში სამოქალაქო აქტივისტები პორტთან დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ

აჭარის მთავრობის სახლთან სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც მათ განაცხადეს, ბათუმის პორტთან უკანონოდ დაკავებულთა დროულ გათავისუფლებას მოითხოვენ.

მათი თქმით, დაკავებულთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად კვლავ შეიკრიბებიან.

აქციის მონაწილეები სასამართლო პროცესის ხვალ ჩანიშვნას მოითხოვენ.

ამასთან მათ აღანიშნეს, რომ აქციაზე დაკავებულთა ნაწილი დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, პოლიციის სხვადასხვა განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

“ჩვენი მეგობრები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან, გამოვალთ ბევრი და სოლიდარობას გამოვუცხადებთ. ისინი ბათუმის პორტში მშვიდობიან აქციაზე დააკავეს, რომლებიც რუსი პროპაგანდისტების ჩამოსვალს აპროტესტებდნენ”,- აღნიშნეს შეკრებილებმა.

სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას მოქალაქეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეთა შორის რამდენჯერმე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 23 პირი დააკავეს.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება