ანა ბუჩუკური - ჩვენი გუნდი ტურისტის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ეს არის პროვოკაცია რუსეთის მხრიდან, რისკები იზრდება და რაღაც რომ მოხდეს, ხელისუფლება ვეღარ გადააზღვევს

ტურისტის წინააღმდეგი ჩვენი გუნდი არ არის, მაგრამ ეს არის პროვოკაცია რუსეთის მხრიდან, რისკები იზრდება და რაღაც რომ მოხდეს, ხელისუფლება ვეღარ და აღარ გადააზღვევს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუშინდელ აქციაზე მძიმე სანახავი იყო დაკავებები. რაც შეეხება პოლიციას, ბუჩუკური მიიჩნევს, რომ მათზე ისრების გადატანა სწორი არ არის და ხელისუფლებაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც პოლიციას ინსტრუმენტად იყენებს.

„როცა მოვლენების შეფასებას ვახდენთ, მიმაჩნია, რომ პოლიციაზე ისრის გადატანა სწორი არ არის და ხელისუფლებაზე უნდა ვისაუბროთ, მაგალითად, პერსონალურად ივანიშვილის და "ოცნების" პასუხისმგებლობაზე. პოლიციას იყენებენ როგორც ინსტრუმენტს. ძალიან მძიმე სანახავი იყო დაკავებები. როცა ვსაუბრობთ რისკებზე, ამ რისკებზეც არის საუბარი. როცა უკონტროლოდ ხდება კრუიზის შემოსვლა, ქორწილის გადახდა, ტურისტის წინააღმდეგი ჩვენი გუნდი არ არის, მაგრამ ეს ხომ ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არის პროვოკაცია, მათ შორის, რუსეთის მხრიდან და ძალიან დიდი რისკის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. ამიტომ ვითხოვდით და დღესაც ვითხოვთ, რომ ეს მიგრაცია გასაკონტროლებელია, რადგან რისკები გვეზრდება და ჯვარი გვწერია და რაღაც რომ მოხდეს, ამ რისკებს ვერ და აღარ გადააზღვევს ხელისუფლება, რომ მოინდომოს, ფიზიკურად ვეღარ გადააზღვევს, მერე სად მივდივართ?!"- განაცხადა ბუჩუკურმა.

ამასთან, ბუჩუკური აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების პროტესტის ფორმები გუშინდელ საპროტესტო აქციაზე, სადაც სოჭიდან ლაინერის შემოსვლას აპროტესტებდნენ, მისთვის მიუღებელია.

"მე ვნახე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მხრიდან პროტესტის ფორმები, როგორიც საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილს და" ქართული ოცნების" პროპაგანდას ეხმარება, არ ვიცი ვერ იაზრებენ ამას თუ განგებ აკეთებენ,"- აცხადებს ბუჩუკური.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა