„სელფი მობაილმა“ Nokia-სთან 4G ქსელის განახლებასა და 5G ქსელის დანერგვაზე  ხელშეკრულება გააფორმა, რაც „სელფის” მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის ინტერნეტს და დაფარვას უზრუნველყოფს

„სელფი მობაილმა”, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ მომხმარებელს ემსახურება, დღეს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანია Nokia-სთან ხელი მოაწერა მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 4G ქსელის განახლებასა და 5G ქსელის დანერგვას ეხება,- ამის შესახებ “სელფის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, შეთანხმების მიხედვით, Nokia არსებული საბაზო სადგურების მოდერნიზებას და ასევე, ახალი საბაზო სადგურების აშენებას განახორციელებს. ახალი სადგურები უკვე მორგებულია 5G ტექნოლოგიას.

“ Nokia სელფის მოწყობილობებს მისი ყოვლისმომცველი 5G AirScale პორტფოლიოდან მიაწოდებს, რომელიც ენერგოეფექტური ReefShark System-on-Chip (SoC) ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. აღსანიშნავია ისიც, რომ გარიგება Nokia-ს უახლესი თაობის AirScale Baseband-სა და დისტანციური რადიოს ხელმძღვანელის (RRH) პროდუქტებსა და Nokia-ს ჭკვიან MantaRay ქსელის მართვის სისტემაზე წვდომას მოიცავს, რაც კომპანიას, AI ფუნქციონალის გამოყენებით, ქსელის კონსოლიდირებული ხედვით და გაუმეჯობესებული მონიტორინგით უზრუნველყოფს. საქართველოში 5G ქსელის აუქციონის დასრულების შემდგომ კი Nokia ახალ 5G (3.5 GHz) საბაზო სადგურებსაც დანერგავს.

ხსენებული ფართომასშტაბიანი სამუშაოების შედეგად, სელფის მომხმარებლები ისარგებლებენ მაღალი ხარისხის კავშირგაბმულობით, მათ შორის სწრაფი ფართოზოლოვანი სერვისების სრული დაფარვითა და შესაძლებლობებით. სამუშაოების დაწყება უკვე 2023 წლის ნოემბერში იგეგმება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც “სელფი მობაილის” გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ბერიშვილმა განაცხადა, გარიგება უზრუნველყოფს ქსელის ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, რასაც მომხმარებელი ელოდა.

„უაღრესად მოხარული ვარ გაცნობოთ, ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმების თაობაზე მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანია Nokia-სთან. ეს გარიგება უზრუნველყოფს ქსელის ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, რასაც ჩვენი მომხმარებელი ასე ელოდა. დღეს გაფომრებული ხელშეკრულების შედეგად, საგრძნობლად გაუმჯობესდება დაფარვის ხარისხი, მომხმარებელს ექნება ინტერნეტის მაღალი სიჩქარე მთელი ქვეყნის მასშტაბით და ქსელის შესაძლებლობები მოერგება დატა ტრაფიკზე მზარდ მოთხოვნას. ეს შეთანხმება ასევე არის მზადება 5G ქსელის განვითარებისთვის. Nokia-სთან ჩვენმა მრავალწლიანმა პარტნიორობამ და კომპანიის ძლიერმა ქსელური აღჭურვილობის პორტფოლიომ, გაგვიადვილა Nokia-სთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე გადაწყვეტილების მიღება“ - განაცხადა ვასილ ბერიშვილმა.

როგორც CBS ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა, თამარ გახარიამ აღნიშნა, CBS ჯგუფი, ქვეყანაში საუკეთსო მობილური კავშირის უზრუნველყოფისთვის განაგრძობს მუშაობას.

„დღევანდელი დღე არის CBS ჯგუფის დაპირების შესრულების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. მიმდინარე წლის აპრილში, ახალი ბრენდის წარდგენისას, ჩვენ აღვუთქვით “სელფის” 1.45 მლნ მომხმარებელს, რომ CBS-ი წელსვე განახორციელებდა ინვესტიციებს სელფის ქსელის მდგრადობის, ხარისხიანობისა და საიმედოობის გაუმჯობესების მიმართულებით. როგორც იცით, ამავე საინვესტიციო სტრატეგიის ფარგლებში, უკვე შედგა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგება ქართულ ბაზარზე, რომლის შედეგადაც, სელფის სახით, ჩამოყალიბდა სრულად ქართული მობილური ოპერატორი და შეიქმნა სრულიად ახალი, ქართული ბრენდი. ახლა უკვე 5G ტექნოლოგიის სამომავლო განვითარების პერსპექტივით, CBS ჯგუფი, ქვეყანაში საუკეთსო მობილური კავშირის უზრუნველყოფისთვის, განაგრძობს მუშაობას. მინდა მადლობა ვუთხრა სელფისა და Nokia -ს გუნდებს იმ ერთობლივი წარმატებული ძალისხმევისათვის, რისი შედეგიც დღეს გაფორმებული ხელშეკრულებაა“ -განაცხადა თამარ გახარიამ.

“ნოკიის” ვიცე-პრეზიდენტის, თურქეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, დემეტრიო რუსსოს თქმით, სელფი” მობაილი მნიშვნელოვანი და დიდი ხნის კლიენტია.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ შესაძლებლობა გვაქვს კიდევ უფრო გავაღრმავოთ კომპანიასთან გრძელვადიანი პარტნიორობა, როგორც მისი არსებული ქსელის პორტფოლიოს გაუმჯობესებით, ასევე 5G ქსელის დანერგვისთვის საფუძველის ჩაყრით. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით პროექტის დასრულებას და იმ პოზოტიური შედეგების ნახვას, რაც მას “სელფის” მომხმარებლებზე ექნება “ - განაცხადა დემეტრიო რუსსომ.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს